Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სიახლეები

ლეიკემიისგან განკურნებული 3 წლის გოგონას ისტორია

დამარცხებული ლეიკემიის მორიგი შემთხვევა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში – ექიმებმა 3 წლის მარიამი ონკოლოგიური დაავადებისგან განკურნეს.

პატარა პაციენტი კლინიკაში მწვავედ გამოხატული სიმპტომებით: სიარულის გაძნელებით, ცხელებითა და სისხლჩაქცევებით გადაიყვანეს. გამოკვლევებმა პერიფერიულ სისხლში რამდენიმე სიმსივნური უჯრედი გამოავლინა. მდგომარეობის შესაფასებისა და მკურნალობის მიზნით მარიამის მშობლებმა ბავშვი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა დედა-შვილისთვის იქ ყოფნის პერიოდი ფსიქოლოგიურად რთული აღმოჩნდა. ოჯახის სურვილით, პატარა პაციენტი კვლავ იაშვილის ექიმებთა გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ დაბრუნდა.

„ჩვენმა გუნდმა მაქსიმალური მობილიზაცია მოახდინა. ძვლის ტვინის შესწავლის შემდეგ ჩვენი ეჭვი სისხლის სიმსივნურ დაავადებაზე, გამართლდა და მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დადასტურდა. გადაწყდა 6-თვიანი პოლიქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება, რაც პატარა გოგონას გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო,“ – იხსენებს ჰოსპიტლის ონკო-ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასმათ შენგელაია.

მკურნალობის პროცესში პაციენტისა და მისი დედისთვის ურთულესი დღეების შემსუბუქებას ფსიქოლოგი თამარ ლომთათიძე ცდილობდა. მისი თქმით, გაუსაძლისი ტკივილისა და პატარა ასაკის მიუხედავად, მკურნალობის პროცესში 3 წლის გოგონა ექიმებს გულდასმით უგდებდა ყურს და სიცოცხლისთვის იბრძოდა.

ლეიკემიასთან ბრძოლის პროცესი საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, თუმცა გოგონა სრულად განიკურნა. დღეს მარიამი ერთ-ერთია იმ 1 000-ზე მეტ ბავშვს შორის, რომლებმაც იაშვილის ექიმების დახმარებით დაავადება დაამარცხეს.

ფილტვის ცენტრი

ფილტვის ცენტრი ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიის დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მართვას ემსახურება. მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობა უზრუნველყოფს პერსონალიზებულ ამბულატორიულ სერვისს 0-დან 18 წლამდე იმ პაციენტებისთვის, რომელთაც სასუნთქი სისტემის თანდაყოლილი, შეძენილი, ალერგიული და იშვიათი პათოლოგიების, ასევე - ტუბერკულოზისა და გულმკერდის ღრუს ორგანოთა დაავადებების კუთხით სპეციალიზებული მომსახურების მიღება ესაჭიროებათ. მკურნალობის პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტია (პედიატრი, ბავშვთა პულმონოლოგი, ფტიზიატრი, ალერგოლოგი, ბავშვთა ქირურგი, ენდოსკოპისტი, რადიოლოგი) ჩართული.

წარმატებით იმართება ფილტვის რღვევით, პლევრული გართულებებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მიმდინარე დაავადებები, მწვავე რესპირაციული ინფექციები (მწვავე ბრონქიტი, კრუპი, ბრონქიოლიტი), ფილტვის ქრონიკული დაავადებები (კისტური ფიბროზი, ინტერსიციული პლევმონია, ბრონქული ასთმა) და ნერვ-კუნთოვანი გართულებების ფონზე მიმდინარე პულმონური პათოლოგიები. ასევე, ცენტრში ხელმისაწვდომია ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევების დიფერენციული დიაგნოსტიკა.

სასუნთქი სისტემის დიაგნოსტიკური მიმართულებით ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრია ხელმისაწვდომი. ტარდება მაღალტექნოლოგიური და სპეციფიკური გამოკვლევები. მათ შორის:

• სპირომეტრია - გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევა;
• ბაზისური ალერგიული სინჯები;
• კომპიუტერული ტომოგრაფია;
• რენტგენოლოგიური კვლევა;
• გულ-მკერდის ექოსკოპიური კვლევა;
• ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა, მათ შორის - ბრონქოსკოპია;
• მსტვინავი სუნთქვის ადრეული დიაგნოსტიკა WheezeScan-ის აპარატით;
• სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების ვირუსული გამომწვევების სრული პანელის შესწავლა ლუგარის ლაბორატორიის ბაზაზე;
• ლაბორატორიული კვლევები, მათ შორის - ბაქტერიული, ბიოქიმიური და იმუნოლოგიური გამოკვლევა;

პედიატრიული ენდოკრინოლოგიის და დიაბეტის საერთაშორისო კონფერენცია

სტაციონარი

ამბულატორია