Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სიახლეები

პირველად საქართველოში: 1 წლის ბავშვს თავის ქალის რეკონსტრუქციული კრანიოპლასტიკა ჩაუტარდა

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 1 წლის ბავშვი თავის ქალის გამოხატული დეფორმაციით შეიყვანეს. ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა გაძვალება ქალა სარქვლის ადრეულ სტადიაზე.პაციენტს ქალა-სარქვლის თანდაყოლილი მალფორმაცია, რთული ფორმის კრანიოსინოსტოზი დაუდგინდა. ეს არის თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც ბავშვის თავის ქალის ძვლებს შორის არსებული სახსრები ნაადრევად, თავის ტვინის საბოლოო ჩამოყალიბებამდე იხურება.

აღნიშნულ შემთხვევაში დეფორმული თავის ქალა ქალასშიდა მოცულობის შემცირებას იწვევდა და, შესაბამისად, თავის ტვინზე ზეწოლასაც ახორციელებდა. არსებული პათოლოგია ხშირად ფსიქო-მოტორული განვითარების შეფერხებას იწვევს. ასევე, მაღალია თავის ტვინის მეორადი დაზიანების რისკიც.

ნეიროქირურგმა ვლადიმერ წიქარიშვილმა რეკონსტრუქციული კრანიოპლასტიკის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. გართულებების მაღალი რისკის მიუხედავად, რთულმა ნეიროქირურგიულმა ოპერაციამ  წარმატებით ჩაიარა. პაციენტი ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა. დადებითია საკონტროლო კვლევების შედეგებიც.

ფილტვის ცენტრი

ფილტვის ცენტრი ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიის დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მართვას ემსახურება. მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობა უზრუნველყოფს პერსონალიზებულ ამბულატორიულ სერვისს 0-დან 18 წლამდე იმ პაციენტებისთვის, რომელთაც სასუნთქი სისტემის თანდაყოლილი, შეძენილი, ალერგიული და იშვიათი პათოლოგიების, ასევე - ტუბერკულოზისა და გულმკერდის ღრუს ორგანოთა დაავადებების კუთხით სპეციალიზებული მომსახურების მიღება ესაჭიროებათ. მკურნალობის პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტია (პედიატრი, ბავშვთა პულმონოლოგი, ფტიზიატრი, ალერგოლოგი, ბავშვთა ქირურგი, ენდოსკოპისტი, რადიოლოგი) ჩართული.

წარმატებით იმართება ფილტვის რღვევით, პლევრული გართულებებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მიმდინარე დაავადებები, მწვავე რესპირაციული ინფექციები (მწვავე ბრონქიტი, კრუპი, ბრონქიოლიტი), ფილტვის ქრონიკული დაავადებები (კისტური ფიბროზი, ინტერსიციული პლევმონია, ბრონქული ასთმა) და ნერვ-კუნთოვანი გართულებების ფონზე მიმდინარე პულმონური პათოლოგიები. ასევე, ცენტრში ხელმისაწვდომია ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევების დიფერენციული დიაგნოსტიკა.

სასუნთქი სისტემის დიაგნოსტიკური მიმართულებით ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრია ხელმისაწვდომი. ტარდება მაღალტექნოლოგიური და სპეციფიკური გამოკვლევები. მათ შორის:

• სპირომეტრია - გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევა;
• ბაზისური ალერგიული სინჯები;
• კომპიუტერული ტომოგრაფია;
• რენტგენოლოგიური კვლევა;
• გულ-მკერდის ექოსკოპიური კვლევა;
• ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა, მათ შორის - ბრონქოსკოპია;
• მსტვინავი სუნთქვის ადრეული დიაგნოსტიკა WheezeScan-ის აპარატით;
• სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების ვირუსული გამომწვევების სრული პანელის შესწავლა ლუგარის ლაბორატორიის ბაზაზე;
• ლაბორატორიული კვლევები, მათ შორის - ბაქტერიული, ბიოქიმიური და იმუნოლოგიური გამოკვლევა;

პედიატრიული ენდოკრინოლოგიის და დიაბეტის საერთაშორისო კონფერენცია

სტაციონარი

ამბულატორია