Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სიახლეები

17 წლის მოზარდის შეცვლილი ცხოვრება ხერხემლის რთული ოპერაციის შემდეგ


ელისაბედ ნარსია 17 წლის მოზარდია, ახლა უკვე გამოჯანმრთელებული, აქტიური ცხოვრების წესით და სრულფასოვანი შესაძლებლობებით. ჯერ კიდევ გასულ წელს ჯანმრთელობისთვის იბრძოდა. მას ხერხემლის რთულ დეფორმაციასთან ერთად, მენჯის ძვლის გამოხატული ცვლილებებიც აღენიშნებოდა.

„ჩვენი ოჯახის თავის ტკივილი 3 წლის წინ დაიწყო, როცა ელისაბედი 14 წლის იყო. ექიმებმა მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები ამჯობინეს. ამ წლების განმავლობაში ჩატარებული მკურნალობა, ვარჯიშები და მასაჟები უშედეგო აღმოჩნდა. მეტიც, დაავადება პროგრესირებდა. შემდეგ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აღმოვჩნდით, ირაკლი ვარძუკაშვილთან…“- იხსენებს პაციენტის დედა.

იაშვილის ჰოსპიტლის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტს სრულფასოვანი კვლევები ჩაუტარდა. დიაგნოსტიკის შედეგებმა აჩვენა, დეფორმაცია მესამე ხარისხის გახლდათ და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებდა. ორთოპედ-ტრავმატოლოგ ირაკლი ვარძუკაშვილის თქმით, გადაწყდა ხერხემლის რთული ერთმომენტიანი ოპერაციის (არ საჭიროებს განმეორებით ჩარევას) ჩატარება, რის შედეგადაც მოზარდს მოეხსნა როგორც ვიზუალით გამოწვეული დისკომფორტი, ასევე – ჯანმრთელობის ზოგადი პრობლემა.

17 წლის ელისაბედი ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის და სპეციალისტის პერიოდული მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მოზარდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს თანდათან უბრუნდება.

ფილტვის ცენტრი

ფილტვის ცენტრი ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიის დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მართვას ემსახურება. მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობა უზრუნველყოფს პერსონალიზებულ ამბულატორიულ სერვისს 0-დან 18 წლამდე იმ პაციენტებისთვის, რომელთაც სასუნთქი სისტემის თანდაყოლილი, შეძენილი, ალერგიული და იშვიათი პათოლოგიების, ასევე - ტუბერკულოზისა და გულმკერდის ღრუს ორგანოთა დაავადებების კუთხით სპეციალიზებული მომსახურების მიღება ესაჭიროებათ. მკურნალობის პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტია (პედიატრი, ბავშვთა პულმონოლოგი, ფტიზიატრი, ალერგოლოგი, ბავშვთა ქირურგი, ენდოსკოპისტი, რადიოლოგი) ჩართული.

წარმატებით იმართება ფილტვის რღვევით, პლევრული გართულებებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მიმდინარე დაავადებები, მწვავე რესპირაციული ინფექციები (მწვავე ბრონქიტი, კრუპი, ბრონქიოლიტი), ფილტვის ქრონიკული დაავადებები (კისტური ფიბროზი, ინტერსიციული პლევმონია, ბრონქული ასთმა) და ნერვ-კუნთოვანი გართულებების ფონზე მიმდინარე პულმონური პათოლოგიები. ასევე, ცენტრში ხელმისაწვდომია ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევების დიფერენციული დიაგნოსტიკა.

სასუნთქი სისტემის დიაგნოსტიკური მიმართულებით ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრია ხელმისაწვდომი. ტარდება მაღალტექნოლოგიური და სპეციფიკური გამოკვლევები. მათ შორის:

• სპირომეტრია - გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევა;
• ბაზისური ალერგიული სინჯები;
• კომპიუტერული ტომოგრაფია;
• რენტგენოლოგიური კვლევა;
• გულ-მკერდის ექოსკოპიური კვლევა;
• ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა, მათ შორის - ბრონქოსკოპია;
• მსტვინავი სუნთქვის ადრეული დიაგნოსტიკა WheezeScan-ის აპარატით;
• სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების ვირუსული გამომწვევების სრული პანელის შესწავლა ლუგარის ლაბორატორიის ბაზაზე;
• ლაბორატორიული კვლევები, მათ შორის - ბაქტერიული, ბიოქიმიური და იმუნოლოგიური გამოკვლევა;

პედიატრიული ენდოკრინოლოგიის და დიაბეტის საერთაშორისო კონფერენცია

სტაციონარი

ამბულატორია