Search
Close this search box.
Search
Close this search box.

17 წლის მოზარდის შეცვლილი ცხოვრება ხერხემლის რთული ოპერაციის შემდეგ

ელისაბედ ნარსია 17 წლის მოზარდია, ახლა უკვე გამოჯანმრთელებული, აქტიური ცხოვრების წესით და სრულფასოვანი შესაძლებლობებით. ჯერ კიდევ გასულ წელს ჯანმრთელობისთვის იბრძოდა. მას ხერხემლის რთულ დეფორმაციასთან ერთად, მენჯის ძვლის გამოხატული ცვლილებებიც აღენიშნებოდა. „ჩვენი ოჯახის თავის ტკივილი 3 წლის წინ დაიწყო, როცა ელისაბედი 14 წლის იყო. ექიმებმა მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები ამჯობინეს. ამ წლების განმავლობაში ჩატარებული მკურნალობა, ვარჯიშები და […]

ექიმებმა 3 წლის ბიჭი ტერფის ამპუტაციის საფრთხისგან იხსნეს

სოჭი… ზაფხულის ერთი, თითქოს ჩვეულებრივი, მზიანი დღე და ახალგაზრდა წყვილი, რომელიც 3 წლის შვილთან ერთად ქუჩაში სეირნობდა… ამ სცენარში უჩვეულო არაფერია, ვიდრე გამოჩნდება ავტომობილი, რომელიც ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს… ასე აღმოჩნდა პატარა პაციენტი ჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში, შემდეგ კი – სოჭის საავადმყოფოში. როგორც ბავშვის დედა იხსენებს, კლინიკაში მისულმა ნაადრევად იზეიმა გამოკვლევების შედეგები და უარყოფითი […]

იაშვილის ექიმებმა 8 წლის გოგონა ლითონის გრეხილით მიღებული დაზიანებებისგან განკურნეს

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებმა მორიგი ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს და 8 წლის პაციენტს სიცოცხლე შეუნარჩუნეს. გოგონა თბილისში ქარელის საავადმყოფოდან გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ის ხიდან ჩამოვარდა და ლითონის გრეხილით უმძიმესი დაზიანებები მიიღო. „ეს შოკისმომგვრელი დღე არასდროს დამავიწყდება. სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს საშინელი სცენა დამხვდა. ჩემი პატარა გოგონა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელოვნით, ლითონის გრეხილზე […]

ფილტვის ცენტრი

ფილტვის ცენტრი ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიის დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მართვას ემსახურება. მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობა უზრუნველყოფს პერსონალიზებულ ამბულატორიულ სერვისს 0-დან 18 წლამდე იმ პაციენტებისთვის, რომელთაც სასუნთქი სისტემის თანდაყოლილი, შეძენილი, ალერგიული და იშვიათი პათოლოგიების, ასევე - ტუბერკულოზისა და გულმკერდის ღრუს ორგანოთა დაავადებების კუთხით სპეციალიზებული მომსახურების მიღება ესაჭიროებათ. მკურნალობის პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტია (პედიატრი, ბავშვთა პულმონოლოგი, ფტიზიატრი, ალერგოლოგი, ბავშვთა ქირურგი, ენდოსკოპისტი, რადიოლოგი) ჩართული.

წარმატებით იმართება ფილტვის რღვევით, პლევრული გართულებებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მიმდინარე დაავადებები, მწვავე რესპირაციული ინფექციები (მწვავე ბრონქიტი, კრუპი, ბრონქიოლიტი), ფილტვის ქრონიკული დაავადებები (კისტური ფიბროზი, ინტერსიციული პლევმონია, ბრონქული ასთმა) და ნერვ-კუნთოვანი გართულებების ფონზე მიმდინარე პულმონური პათოლოგიები. ასევე, ცენტრში ხელმისაწვდომია ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევების დიფერენციული დიაგნოსტიკა.

სასუნთქი სისტემის დიაგნოსტიკური მიმართულებით ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრია ხელმისაწვდომი. ტარდება მაღალტექნოლოგიური და სპეციფიკური გამოკვლევები. მათ შორის:

• სპირომეტრია - გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევა;
• ბაზისური ალერგიული სინჯები;
• კომპიუტერული ტომოგრაფია;
• რენტგენოლოგიური კვლევა;
• გულ-მკერდის ექოსკოპიური კვლევა;
• ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა, მათ შორის - ბრონქოსკოპია;
• მსტვინავი სუნთქვის ადრეული დიაგნოსტიკა WheezeScan-ის აპარატით;
• სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების ვირუსული გამომწვევების სრული პანელის შესწავლა ლუგარის ლაბორატორიის ბაზაზე;
• ლაბორატორიული კვლევები, მათ შორის - ბაქტერიული, ბიოქიმიური და იმუნოლოგიური გამოკვლევა;

პედიატრიული ენდოკრინოლოგიის და დიაბეტის საერთაშორისო კონფერენცია

სტაციონარი

ამბულატორია