ახალი, სრულფასოვანი ცხოვრება ხერხემლის ურთულესი დეფორმაციის (70℃) შემდეგ

ლიზი სტეფანოვა 10 წლის მოზარდია, რომელსაც ხერხემლის რთული დეფორმაცია აღენიშნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას სხეულზე 8 წლამდე დედას უცნაური არაფერი შეუმჩნევია, ერთ დღესაც დეფორმაცია მარტივად შესამჩნევი გახდა – გადახრამ 21 გრადუსს მიაღწია. „ბავშვი მარტივად იღლებოდა, უჩიოდა წელის ტკივილს და ენერგიის ნაკლებობას. თავდაპირველად, კონსერვატიული მკურნალობის მეთოდებს მივმართეთ. დაგვინიშნეს მასაჟები, ვარჯიშები, კორსეტი… შედეგი კი არ დგებოდა. გასათვალისწინებელი […]
გოგონამ 7-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ფეხით გავლა ისევ შეძლო

თითქოს ერთი ჩვეულებრივი, რიგითი დღე უნდა ყოფილიყო 8 წლის ნინისთვის, რომელიც თანატოლების ჟრიამულის ხმის გაგონებისთანავე სახლიდან სირბილით გავიდა და ბავშვური, თუმცა ლამის საბედისწერო შეცდომა დაუშვა – ქუჩაში მორბენალ გოგონას მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც რთული და ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდი დაიწყო. დედა იხსენებს, რომ გოგონა შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თავდაპირველად ტკივილს ვერ გრძნობდა. გამუდმებით სვამდა მხოლოდ ერთადერთ […]
ექიმებმა 13 წლის ბავშვი მოიამოიას იშვიათი დაავადებისგან განკურნეს
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში უიშვიათესი პათოლოგიის, მოიამოიას დაავადების მკურნალობა წარმატებით ჩატარდა. 13 წლის ბავშვი ჰოსპიტალში პარკუჭოვანი სისხლჩაქცევით შეიყვანეს. მას მწვავე ოკლუზიური ჰიდროცეფალია აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა ურგენტულად დრენაჟის გამოყენება გადაწყვიტეს და შოკურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება კლინიკაში შეყვანისთანავე შეძლეს. მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ იშემიური ინსულტი გამოავლინა, ანგიოგრაფიის ჩატარების შედეგად კი უიშვიათესი დაავადების, მოიამოიას დიაგნოზი […]
ლეიკემიისგან განკურნებული 3 წლის გოგონას ისტორია
დამარცხებული ლეიკემიის მორიგი შემთხვევა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში – ექიმებმა 3 წლის მარიამი ონკოლოგიური დაავადებისგან განკურნეს. პატარა პაციენტი კლინიკაში მწვავედ გამოხატული სიმპტომებით: სიარულის გაძნელებით, ცხელებითა და სისხლჩაქცევებით გადაიყვანეს. გამოკვლევებმა პერიფერიულ სისხლში რამდენიმე სიმსივნური უჯრედი გამოავლინა. მდგომარეობის შესაფასებისა და მკურნალობის მიზნით მარიამის მშობლებმა ბავშვი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა დედა-შვილისთვის იქ ყოფნის პერიოდი ფსიქოლოგიურად რთული […]
5 წლის ბავშვი ღვიძლის სიმსივნისგან განიკურნა
იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში უმძიმესი დიაგნოზისგან კიდევ ერთი პატარა განკურნა. 5 წლის ბიჭს ღვიძლის კარსა და აორტასთან 6 სანტიმეტრამდე წამონაზარდი ერთ-ერთი რიგითი ამბულატორიული მეთვალურეობისას აღმოაჩნდა. გამოკვლევების შედეგად ექიმებმა ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი დასვეს და სასწრაფო ოპერაციული მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღეს. „კვლევის დროს აღმოჩენილ იქნა რეტროპერიტონიალური დიდი ზომის მოცულობითი წარმონაქმნი, რომელიც ღვიძლის სტრუქტურებში ინვაზირებდა. აუცილებელი იყო ქირურგიული მკურნალობა […]
სიმსივნისგან განკურნებული კიდევ ერთი ბავშვი იაშვილის კლინიკაში
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 11 თვის ჩვილი მომატებული ქალასშიდა წნევის სიმპტომებით შეიყვანეს. მაგნიტურ-რეზონანსულმა კვლევამ გამოავლინა სიმსივნე თავის ტვინის მეოთხე პარკუჭის, ტვინის ღეროს მიდამოში, ოკლუზიური ჰიდროცეფალია. პაციენტის მცირე ასაკის, სისხლდენის რისკებისა და დიდი ზომის სიმსივნის მიუხედავად, ექიმებმა ჩვილის სიცოცხლის გადასარჩენად რთული ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. ნეიროქირურგებმა სიმსივნე წარმატებით ამოკვეთეს. დამაკმაყოფილებელი იყო პოსტოპერაციული პერიოდიც. […]
იაშვილის ექიმებმა 4 წლის გოგო სიმსივნისგან განკურნეს
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 4 წლის გოგონა ძილიანობისა და მომატებული ქალასშიდა წნევის სიმპტომებით შეიყვანეს. ჩატარებულმა მაგნიტურ-რეზონანსულმა კვლევამ თავის ტვინის ღეროში მზარდი დიდი ზომის სიმსივნე გამოავლინა. ასეთი ლოკალიზაციის მოცულობითი წარმონაქმნები ნეიროქირურგიაში ურთულესი ტიპის პათოლოგიად ითვლება, ვინაიდან სიმსივნე სასიცოცხლო ფუნქციის მქონე ცენტრებთან პირდაპირ კავშირშია. რთული ნეიროქირურგიული ოპერაციისას გამოვლინდა, რომ სიმსივნე ინტრაოპერაციულად იყო გავრცელებული და შეზრდილი […]
პირველად საქართველოში: 1 წლის ბავშვს თავის ქალის რეკონსტრუქციული კრანიოპლასტიკა ჩაუტარდა
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 1 წლის ბავშვი თავის ქალის გამოხატული დეფორმაციით შეიყვანეს. ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა გაძვალება ქალა სარქვლის ადრეულ სტადიაზე.პაციენტს ქალა-სარქვლის თანდაყოლილი მალფორმაცია, რთული ფორმის კრანიოსინოსტოზი დაუდგინდა. ეს არის თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც ბავშვის თავის ქალის ძვლებს შორის არსებული სახსრები ნაადრევად, თავის ტვინის საბოლოო ჩამოყალიბებამდე იხურება. აღნიშნულ შემთხვევაში დეფორმული თავის ქალა ქალასშიდა მოცულობის […]