Iashvili Hospital

დავით კაპანაძე, MD

დავით კაპანაძე 19-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ქირურგია, რომელიც იაშვილის ბავშვთა კლინიკაში ენდოსკოპისტის პოზიციას იკავებს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მედიცინის განხრით, პოსტდიპლომური სწავლება კი ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე, სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო. პრაქტიკული გამოცდილება დასავლეთის წამყვან ქვეყნებში მიიღო. მათ შორის, გაიარა კომპლექსური ბარიატრიული ქირურგიის სრული კურსი ბრიუგეს წმ. სენტ-ჟანის ჰოსპიტალში (ბელგია);

დავით კაპანაძემ კვალიფიკაცია რამდენიმე სპეციალიზაციით აიმაღლა. ზოგადი ქირურგის გარდა, ის ლაპარასკოპიული, ონკოლოგიური და ბარიატრიული ქირურგის სპეციალობების ექსპერტია. ასევე, გაიარა სამხედრო სამედიცინო წვრთნა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე.