Iashvili Hospital

ჩვენ ვზრდით
ჯანმრთელ მომავალს

  • images
  • images
  • images

2455+კმაყოფილი პაციენტი

images

რატომ ჩვენ?

90234

+

ყოველწლიური პაციენტი

75721

+

ამბულატორიული პაციენტი

10522

+

სტაციონარული პაციენტი

8819

+

გადაუდებელი პაციენტი

1305

+

საერთაშორისო პაციენტი

ჩვენ შესახებ

ჩვენი კლინიკის განვითარების ისტორია უკავშირდება ადამიანს, რომელმაც სიცოცხლეშივე მიიღო საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდება. მურმან იაშვილის წვლილი წარუშლელია მედიცინის განვითარებაში.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მრავალ უნიკალურ პედიატრიულ სამედიცინო მიმართულებას ნერგავს და ავითარებს. მათ შორისაა ნეიროქირურგია, ტოქსიკოლოგია, თორაკალური ქირურგია, ხერხემლის ქირურგია

ამბულატორიული სერვისები

ამბულატორიული სერვისები, რომელიც ტარდება პაციენტის ჰოსპიტალში დაყოვნების გარეშე

ჰოსპიტალური სერვისები

ჰოსპიტალური სერვისები ტარდება სტაციონარულ პირობებში, ანუ პაციენტის ჰოსპიტალში მოთავსებით

იშვიათი დაავადებები

იშვიათი დაავადებები, ხშირად გენეტიკურია და საჭიროებენ სპეციფიკურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას

გადადგით შემდეგი ნაბიჯი და დანიშნეთ შეხვედრა დღეს

images

იაშვილში ცხოვრების და ლეიკემიასთან ბრძოლის რთულ პერიოდს მედ-პერსონალი გვიმსუბუქებდა იმ უდიდესი თანადგომითა და მხარდააჭერით, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობდით

images

ექიმების ურყევი მხარდაჭერით ჩვენს თავში სულ სხვა ძალა ვიპოვეთ. ვისწავლეთ ცხოვრების სხვა თვალით დანახვა, დავაფასეთ ყოველი წამი და შევიძინეთ ახალი მეგობრები

images

ბავშვებისთვის ექიმებთან შეხვედრა დღემდე სასიხარულოა, რადგან მათთვის თითოეული პაციენტი შვილივითაა

images

ორთოპედია-ტრავმატოლოგიისა და ხერხემლის ქირურგიის განყოფილება თანამედროვე სამედიცინო ტექნიკითა და ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. განახლდა საოპერაციო ბლოკები და დაემატა არაერთი აპარატურა - მერაბ ვარძუკაშვილი

images

ჩვენთან მოხვედრილ პატარებს 24/7-ზე ვუწევთ მეთვალყურეობას გარემოში, რომელიც მძლავრი, უახლესი სამედიცინო აპარატურითა და ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი - მაკა თევზაძე

images

გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბავშვებს ყველაზე ხშირად სჭირდება და, ალბათ, ამის უმთავრესი მიზეზი სწორედ მათი ასაკია. ამიტომ შეეხო ამ განყოფილებას ერთ-ერთ პირველს ინფრასტრუქტურული გაძლიერების პროექტი - სოფიო ნიკოლაძე

images

ჩვენი მიმართულებით განახლდა ინფრასტრუქტურა, გაიზარდა აპარატურული მხარდაჭერა და გაძლიერდა გუნდი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ჩვენს კედლებში მოხვედრილ პატარა პაციენტებს გაუმართლათ - სოფო ცერცვაძე

images

ინფრასტრუქტურულად გამართული და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილება გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენს პატარა პაციენტებს უმაღლესი ხარისხით მოვემსახურებით - ანა მაღრაძე

images

განახლებული გარემო და კონცეფცია, რომელიც პატარების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, ემსახურება, შექმნას სტრესისგან მაქსიმალურად თავისუფალი სივრცე ბავშვებისთვის - ივანე ჩხაიძე

images

თითოეული ექიმი, რომელთანაც გვქონდა ურთიერთობა, ძალიან ყურადღებიანია და თავისი საქმის პროფესიონალი. დემეს უფროსი დაიკო ხშირად აკითხავს ხოლმე. ერთმანეთს კლინიკის პირველ სართულზე ვხვდებით. ორივეს საყვარელი ადგილი ბავშვთა გასართობი სივრცეა, სადაც ისე ერთობიან, ხანდახან მათაც და მეც გვავიწყდება, რომ კლინიკაში ვართ.

images

განახლებულ კლინიკას დღეს პირველად ვესტუმრეთ, ახალმა ინტერიერმა ანას მოწონება შემოსვლისთანავე დაიმსახურა. ვფიქრობ, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილ კლინიკას ზუსტად ასეთი ინტერიერი სჭირდება. ყველამ ვიცით, რომ ექიმთან ვიზიტი ბავშვების საყვარელი საქმიანობა ნამდვილად არაა. ამ სტრესის მოხსნაში კი გარემო დიდ როლს ასრულებს.

images

საკმაოდ რთულია ორ პატარა ბავშვთან ერთად ექიმთან სიარული. ამიტომ, ძალიან სასიამოვნოა, როცა ვგრძნობ, რომ ვიღაც ზრუნავს, ფიქრობს ამაზე და ცდილობს ჰოსპიტალში დაგახვედროს ისეთი გარემო, რომელშიც ბავშვები გაერთობიან. ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ბევრად კომფორტულია და ფაქტია, რომ ჩემი შვილიც კმაყოფილია.

images

მგონია, რომ ბავშვთა კლინიკებში მსგავსი გარემო აუცილებელია. ნებისმიერი ასაკის ბავშვზე დადებითად მოქმედებს მასზე მორგებული გარემო და ამით ექიმთან ვიზიტი მშობლებისთვისაც უფრო მარტივი და კომფორტულია

მარიამ ფალიანი

images

კლინიკის ჩემზე უკეთესი შემფასებელი მარიამია. აქამდე თუ ექიმთან მისვლისას ცოტას მოიწყენდა ხოლმე. დღევანდელი ვიზიტისას განსაკუთრებით მხიარული იყო. თავიდან ახალი სივრცე კარგად დაათვალიერა, საყვარელი ადგილი მალევე იპოვა და სანამ ჩვენ ფორმალურ საკითხებს ვაგვარებდით, მშვენივრად გაერთო. ეს ჩვენთვის, მშობლებისთვისაც დიდი შვებაა.

ფარსადან მესხი

images

მეგობრებისა და ნაცნობების რეკომენდაციით ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში დავიწყეთ მკურნალობა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ექიმების გუნდია, რომლებიც საოცარი პროფესიონალიზმითა და გულისყურით ეკიდებიან პაციენტს. დასაფასებელია, როდესაც კლინიკა ზრუნავს პატარა პაციენტებზე და შესაფერის გარემოს უქმნის დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ალბათ, ყველა მშობელი დამეთანხმება, რომ ეს ჩვენთვისაც დიდი კომფორტია.

მარია ნიკურაძე

images

ჩემთვის, როგორც მშობლისთვის ძალიან კომფორტულია რომ ერთ სივრცეში შემიძლია გავიარო კონსულტაცია მაღალკვალიფიციურ ექიმებთან და ამავე სივრცეში ვისარგებლო ყველა საჭირო ლაბორატორიული მომსახურებით.

მაია გივიშვილი

images
images
images

პარტნიორები

images

რატომ ვართ საუკეთესო მკურნალობისთვის

  • კვალიფიციური პერსონალი
  • თანამედროვე ტექნოლოგია
  • სისუფთავე და ჰიგიენა
  • პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება
  • სწრაფი და ეფექტური მომსახურება
  • მრავალპროფილური მომსახურება

ხშირად დასმული კითხვები

ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია სატელეფონო ზარით, ვებსაიტზე ან კლინიკაში ადგილზე.

დიახ, კლინიკა მუშაობს შაბათ-კვირას, თუმცა სამუშაო საათები განსხვავდება – გთხოვთ წინასწარ გადაამოწმოთ. ამბულატორია მუშაობს შაბათს 1 საათამდე, ხოლო გადაუდებელი 24 საათი მუშაობს

კი, რეკომენდებულია წინასწარ ჩაწერა, რათა თავიდან აიცილოთ ლოდინის დრო.

დიახ, კლინიკა თანამშრომლობს წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით.

პასუხები შესაძლებელია მიიღოთ ელექტრონულად, ტელეფონით ან ადგილზე.