Iashvili Hospital

იაშვილის კლინიკა

ჩვენ ვიყენებთ გუნდურ მიდგომას ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად - ერთად ვქმნით უსაფრთხო და მზრუნველ გარემოს.

რატომ ჩვენ?

90234

+

ყოველწლიური პაციენტი

75721

+

ამბულატორიული პაციენტი

10522

+

სტაციონარული პაციენტი

8819

+

გადაუდებელი პაციენტი

1305

+

საერთაშორისო პაციენტი

48-წლიანი ისტორია

იაშვილის კლინიკა

ნახევარი საუკუნე პატარების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სადარაჯოზე – დღეს უკვე ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო 48 წელია, ქვეყნის ნომერ პირველი მრავალპროფილური პედიატრიული ცენტრის სახელს ინარჩუნებს და პატარა პაციენტებისთვის სრულფასოვან სამედიცინო სერვისს ქმნის.

ჩვენი კლინიკის განვითარების ისტორია უკავშირდება ადამიანს, რომელმაც სიცოცხლეშივე მიიღო საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდება. მურმან იაშვილის წვლილი წარუშლელია მედიცინის განვითარებაში. ექიმი, რომლის სახელსაც დღეს ქვეყნის უმსხვილესი ბავშვთა საავადმყოფო ატარებს, პედიატრიული სერვისების დანერგვასა და განვითარებას მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურა და შექმნა პირველი მულტიდისციპლინური სტაციონარული დაწესებულება ქვეყანაში.

მურმან იაშვილი დიდ რესურსს დებდა ახალგაზრდა კადრების სწავლა-განვითარებაში და სწავლების უწყვეტი პროცესისკენ იყო ორიენტირებული. სწორედ ამ მიდგომას იზიარებს და მისდევს დღემდე ბავშვთა საავადმყოფო, რომელიც ქვეყნის სამედიცინო ბრენდად იქცა.

იაშვილის საავადმყოფო ერთადერთი პედიატრიული მრავალპროფილური, რეფერალური კლინიკაა ქვეყანაში და მრავალ უნიკალურ სამედიცინო სერვისთან ერთად, უზრუნველყოფს 24-საათიან სამედიცინო მომსახურებას პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. მათ შორისაა მე-4 დონის ტრავმატოლოგია, მე-3 დონის ბავშვთა ნევროლოგია, ნეიროქირურგია, ნეონატოლოგია, ქირურგია (მე-4 და მე-5 კატეგორიის ქირურგიული ჩარევებით), ტოქსიკოლოგია, ონკოლოგია, ონკოჰემატოლოგია, თორაკოქირურგია, ენდოსკოპიური უროლოგია, ხელოვნური თირკმელი და სხვა.

ხელოვნური თირკმლის და დიალიზის განყოფილებები ქვეყანაში სწორედ მურმან იაშვილის ინიციატივით და თავდაუზოგავი შრომით შეიქმნა. მან დააარსა ასევე პირველი ნეონატოლოგიური დეპარტამენტი, რითაც დღენაკლულ ჩვილებს მისცა სიცოცხლის გაგრძელების უნიკალური შანსი. მურმან იაშვილსვე ეკუთვნის დღეს უკვე პოპულარული და საყოველთაოდ დანერგილი ოჯახის ექიმის ინსტიტუტიც.

დღეს უკვე იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მრავალ უნიკალურ პედიატრიულ სამედიცინო მიმართულებას ნერგავს და ავითარებს. მათ შორისაა ნეიროქირურგია, ტოქსიკოლოგია, თორაკალური ქირურგია, ხერხემლის ქირურგია. კლინიკა ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური სერვისის ერთადერთ მიმწოდებლად რჩება ქვეყანაში. ასევე, აღსანიშნავია ჰოსპიტლის თანამშრომლობა ჰოლანდიაში არსებულ პათომორფოლოგიურ ლაბორატორიის ბაზასთან, სადაც ხორციელდება რთული შემთხვევების პათოლოგ-ანატომიური დიაგნოსტიკა.

კლინიკა ასევე წარმოადგენს რამდენიმე სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების ბაზას.

იაშვილის საავადმყოფო პატარა პაციენტებზე მორგებულ, კომფორტულ და სტრესისგან რაც შეიძლება თავისუფალ გარემოს ქმნის. შექმნილია გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები როგორც ბავშვებისთვის, ასევე – მათი თანმხლები პირებისთვის.

გადადგით შემდეგი ნაბიჯი და დანიშნეთ შეხვედრა დღეს

images

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბოლო რამ რაც გვინდა, არის ინციდენტი, მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს ეს, დამამშვიდებელია იმის ცოდნა, რომ ჩვენი თანამშრომლები მკურნალობენ სამედიცინო პერსონალით, რომელიც არის სამუშაო ადგილის მედიცინა. შემიძლია დავადასტურო, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური სააავადმყოფო არის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც დამსაქმებელმა უნდა მიიღოს."

დავით ბაინდურაშვილი

დირექტორი

მარიამ ბიბილური

განყოფილების უფროსი

ნინო აბაშიძე

მოადგილე
images
images
images

პარტნიორები

ჩვენი გუნდი

ჩვენ ვიყენებთ გუნდურ მიდგომას ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად – ერთად ვქმნით უსაფრთხო და მზრუნველ გარემოს.