იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში უმძიმესი დიაგნოზისგან კიდევ ერთი პატარა განკურნა. 5 წლის ბიჭს ღვიძლის კარსა და აორტასთან 6 სანტიმეტრამდე წამონაზარდი ერთ-ერთი რიგითი ამბულატორიული მეთვალურეობისას აღმოაჩნდა. გამოკვლევების შედეგად ექიმებმა ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი დასვეს და სასწრაფო ოპერაციული მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღეს.
„კვლევის დროს აღმოჩენილ იქნა რეტროპერიტონიალური დიდი ზომის მოცულობითი წარმონაქმნი, რომელიც ღვიძლის სტრუქტურებში ინვაზირებდა. აუცილებელი იყო ქირურგიული მკურნალობა სიმსივნის ამოღების გზით. ოპერაცია მე, ზვიად ბულისკერიამ და ჩემმა ინდოელმა კოლეგამ, სანჯაი კუმარ გოჯამ ჩავატარეთ, რომელიც საქართველოში პერიოდულად ჩამოდის ხოლმე. ოპერაცია მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში შესრულდა და მისი ტექნიკური სირთულისა თუ სხვა რისკფაქტორების გათვალისწინებით, გართულებების გარესე, ძალიან წარმატებით ჩატარდა,“ – იხსენებს ტრანსპლანტოლოგი კახაბერ ქაშიბაძე.
ექიმების ძალისხმევით პატარა პაციენტს სიმსივნური წარმონაქმნი სრულად მოაცილეს. წარმატებით დასრულდა პოსტოპერაციული პერიოდიც. ბიჭის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია და ის ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.