Iashvili Hospital

ურონეფროლოგიის, რევმატოლოგიის და ტოქსიკოლოგიის განყოფილება

ჰოსპიტალური განყოფილება, რომელიც მაღალკვალიფიციური უროლოგების, ნეფროლოგების, რევმატოლოგებისა და ტოქსიკოლოგების გუნდით არის დაკომპლექტებული, 0-დან 18 წლამდე პედიატრიულ პაციენტებს მრავალპროფილურ და სპეციალიზებულ სტაციონარულ მოვლას ჰპირდება.

ნეფროლოგიის მიმართულებით თირკმლის დაავადებების მკურნალობა მულტიდისციპლინური მეთოდით ხდება. წარმატებით ხორციელდება თირკმლის მწვავე უკმარისობის, თირკმლის ქრონიკული პათოლოგიების, ნეფროზული სინდრომის, ორგანოს მწვავე დაზიანებისა და განვითარების მანკების ოპერაციული მკურნალობა. ასევე, იაშვილის ბავშვთა კლინიკაში თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პედიატრიული პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია დიალიზი.

უროლოგიური მიმართულებით პედიატრიულ ასაკში ყველა სახის უროლოგიური ოპერაციაა ხელმისაწვდომი. ქირურგიული პროცედურები, საჭიროებისამებრ, ღია და ენდოსკოპიური მეთოდით ხორციელდება. ლაპარასკოპიულად ტარდება ზედა საშარდე გზების და სასქესო სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიების (ჰიდროცელე, ვარიკოცელე, საზარდულის არხის თიაქარი, ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი და სხვამკურნალობა. ხელმისაწვდომია ასევე შარდსადენი მილის განვითარების თანდაყოლილი მანკის (ჰიპოსტადია) ოპერაციული კორეგირება. გარდა ამისა, ღია ოპერაციული წესით ხორციელდება ისეთი რთული უროლოგიური დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა ჰიდრონეფროზი, შარდის ბუშტის ექსტროფია, ბუშტშარდსაწვეთის სეგმენტის ობსტრუქციული პათოლოგიები, თანდაყოლილი
რეფლუქს უროპათია და სხვა.

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში რევმატოლოგიის მიმართულებით სხვადასხვა სისტემური დაავადების მკურნალობა უახლესი ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო გაიდლაინებით ხორციელდება. ხელმისავწდომია შემაერთებელი ქსოვილებისა და ძვალსახსროვანი სისტემების ისეთი პათოლოგიების მკურნალობა, როგორიცაა იუვენილური რევმატოიდული ართრიტები (სისტემური, ოლიგოარტიკულური, პოლიარტიკულური), ვასკულიტები (კავასაკის დაავადება, ბეხჩეტის დაავადება, ვეგენერის გრანულომატოზი, ტაკაიასუს არტერიტი), სისტემური წითელი მგლურა, მწვავე რევმატიული ცხელება, იუვენილური დერმატომიოზიტი, შოგრენის
სინდრომი, პერიოდული ცხელების სინდრომი (FMF ,PFAPA) და მრავალი სხვა.

რაც შეეხება ტოქსიკოლოგიას, ამ კუთხით იაშვილის ბავშვთა ჰოსპიტალში ტოქსიკური აგენტების ზემოქმედების შედეგად განვითარებული მწვავე ინტოქსიკაციების მკურნალობა წარმატებით ხორციელდება. განყოფილება ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც ამ პროფილით პედიატრიულ პაციენტებს სრულფასოვან მომსახურებას სთავაზობს. ხელმისაწვდომია ისეთი შემთხვევების მართვა, როგორიცაა მედიკამენტური ინტოქსიკაციები, კოროზიული ინტოქსიკაციები, ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა, მძიმე მეტალების, პესტიციდების, მავნე აირების, მხუთავი აირისა და ბიოლოგიური შხამების (მცენარეული, ცხოველური) შედეგად გამოწვეული ინტოქსიკაციები.

032 2 05 15 15

დაგვიკავშირდით

ან