Iashvili Hospital

ნეირომეცნიერების განყოფილება

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეირომეცნიერების დეპარტამენტი ერთადერთია ქვეყანაში, სადაც 0-დან 18 წლამდე პედიატრიულ პაციენტებში ყველა სახის ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული პათოლოგიის სრულფასოვანი გამოკვლევა და მკურნალობამართვა ხორციელდება.

განყოფილება აღჭურვილია სრულყოფილი სადიაგნოსტიკო საშუალებებით, მათ შორისელექტროფიზიოლოგიური, ელექტროენცეფალოგრაფიული და ელექტრომიოგრაფიული აპარატურით. კლინიკაში ხელმისაწვდომია ასევე კომპიუტერული ტომოგრაფია.

ხორციელდება ურთულესი ოპერაციები თავისა და ზურგის ტვინის განვითარების მანკების, სიმსივნეების, სისხლძარღვოვანი მალფორმაციებისა და ტრავმული დაზიანებების დროს. წარმატებით მიმდინარეობს ხერხემლის ნევროლოგიური დაავადებების, თავის, ზურგის ტვინის და პერიფერიული ნერვული სისტემის ონკოლოგიური პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა.

ნეიროქირურგიული ოპერაციების ფართო სპექტრი ენდოსკოპიური და ნეიროფიზიოლოგიური მონიტორინგით ხორციელდება. მათ შორისაა შუნტთან დაკავშირებული ქირურგიული ჩარევები (შუნტის რევიზია/რეკონსტრუქცია, კისტოპერიტონიალური შუნტირება და სხვა), რეპოზიცია და რეკონსტრუქცია ქალას ტრავმის დროს, კრანიოპლასტიკა, ოპერაციები ზურგის ტვინისა და ნერვების ფესვებზე, ქალასშიდა დაზიანების ექსტრიპაცია, ენცეფალოცელეს, მიელოცელესა და მენინგოცელეს ამოკვეთა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ კრანიოსინოსტოზების ქირურგიული მკურნალობის მეთოდი საქართველოში პირველად სწორედ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეირომეცნიერების განყოფილებაში დაინერგა.

წარმოდგენილი სერვისების მრავალფეროვნებას ქვეყნის წამყვან პროფესიონალთა გუნდი განაპირობებს. ნეირომეცნიერების დეპარტამენტს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა ტატიშვილი ხელმძღვანელობს. ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაციები ბავშვებში კი ტარდება მედიცინის დოქტორის, ვლადიმერ წიქარიშვილის ხელმძღვანელობით.

032 2 05 15 15

დაგვიკავშირდით

ან