Iashvili Hospital

დიაგნოსტიკის ცენტრი

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს დიაგნოსტიკის ცენტრი ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც ბავშვთა რადიოლოგიის ყველა სახის კვლევას, მათ შორის სპეციფიკურ გამოკვლევებს მოიცავს. ცენტრი უზრუნველყოფს როგორც 0-დან 18 წლამდე პედიატრიული პაციენტების სრულფასოვან დიაგნოსტიკას, ასევეპრენატალურ კვლევებს. ყოვლისმომცველი დიაგნოსტიკური სერვისები ვიზუალიზაციის მოწინავე ტექნოლოგიებს აერთიანებს ზუსტი და დროული დიაგნოზის დასმის მიზნით.

ცენტრში ბავშვთა ასაკის ყველა სახის კონტრასტული კვლევა ტარდება და ამ მიმართულებით ორგანოთა გამოკვლევას სრულფასოვნად ფარავს. ხელმისაწვდომია ცისტოგრაფია, ინტრავენური უროგრაფია, ურეთროგრაფია, ფისტულოგრაფია, ბავშვთა ურონეფროლოგიური და გასტროენტეროლოგიური დიაგნოსტიკის სრული სპექტრი. ასევე, წარმატებით ხორციელდება ძვალსახსროვანი სისტემის, ხერხემლის, კისრის მალების კონტრასტული კვლევები და რენტგენოგრაფია, რაც სხეულის შიდა სტრუქტურების გამოსაკვლევად მაიონებელ სხივებს იყენებს. მეთოდი შეუცვლელია მოტეხილობების, ინფექციების, ძვლის პათოლოგიების, ფილტვისა და სტომატოლოგიური ჩვენებების გამოსავლენად.

გარდა ამისა, ხელმისაწვდომია კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც ორგანოთა და ქსოვილთა შრეობრივი 3Dვიზუალიზაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა. კვლევის ეს მეთოდი ორგანიზმის სრულყოფილი გამოსახულების მისაღებად შეუცვლელი მექანიზმია და სხვადასხვა ორგანოში მიმდინარე ცვლილებებს დეტალურად შეისწავლის. კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატით ხორციელდება ისეთი დაავადებების გამოვლენა, რომელიც, ერთი შეხედვით, ძნელია. მათ შორისაა შიდა სისხლდენა, თავის ტვინის ან ძვლის ტვინის დაზიანებები, სხვადასხვა სახის სიმსივნე, შინაგანი მოტეხილობები და მრავალი სხვა.

ულტრასონოგრაფია კი მაღალი სიხშირის ხმის ტალღებს სხეულის შიდა სტრუქტურების გამოსახულების შესაქმნელად იყენებს. ულტრაბგერითი კვლევები რბილი ქსოვილების, სახსრების, მუცლის ღრუსა და სხვა ორგანოთა გამოსაკვლევად გამოიყენება. ასევე, მოიცავს ექოკარდიოგრაფიას დოპლერით და ნეიროსონოსკოპიას, რომელიც ახალშობილის თავის ტვინის კვლევას გულისხმობს. ცენტრში არსებული ულტრაბგერითი აპარატები მაღალი გარჩევადობის ფერადითხევადკრისტალური მონიტორებისგან შედგება და მაქსიმალურად ახლო გამოსახულებას იძლევაეს არის უსაფრთხო და უმტკივნეულო მეთოდი, რომელიც არ გულისხმობს მაიონებელ გამოსხივებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედიატრიული და პრენატალური მოვლისთვის.

032 2 05 15 15

დაგვიკავშირდით

ან