Skip to main content

Iashvili Hospital

იმუნიზაციის ცენტრი

იმუნიზაციის ცენტრი ვაქცინაციის ყოვლისმომცველ სერვისს აერთიანებს, რაც წარმოადგენს პრევენციულ მექანიზმს მრავალი დაავადებისა თუ სეზონური ინფექციის თავიდან ასარიდებლად. კაბინეტში ხორციელდება როგორც გეგმური, ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიური ვაქცინაცია ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, ასევე – სეზონური გრიპების საწინააღმდეგო აცრები, არაგეგმური და მიზანმიმართული ვაქცინაცია.

ასაკით გათვალისწინებულ გეგმური იმუნიზაცია მიმართულია ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიც არის ყივანახველა, წითელა, წითურა, ყბაყურა, B ჰეპატიტი, დიფტერია, ტუბერკულოზი, როტავირუსი, პნევმოკოკი, ტეტანუსი, პოლიომიელიტი და სხვები. საქართველოში მოქმედი იმუნიზაციის კალენდრის თანახმად, პირველი იმუნიზაცია ახალშობილს სამშობიაროში, დაბადებისთანავე უტარდება (ტუბერკულოზისა და B ჰეპატიტის აცრა), რის შემდეგაც იზრდება მდგრადობა ინფექციური დაავადებების მიმართ.

არაგეგმური ვაქცინაცია აერთიანებს მონო და მრავაკომპონენტიან ვაქცინებს და მიმართულია მენინგიტის, A ჰეპატიტის, ჩუტყვავილას, ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ. ცენტრში ასევე ხელმისაწვდომია Covid 19-სა და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ცენტრში იმუნიზაციის ინდივიდუალური სქემა მუშავდება იმ პედიატრიული პაციენტებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა სახის დაავადება აღენიშნებათ (გენეტიკური, ჰემატოლოგიური, ონკოლოგიურიმ ნევროლოგიური…). ვაქცინაცია უახლესი, საერთაშორისოდ აღიარებული პრეპარატებით მიმდინარეობს.