ბავშვთა და მოზარდთა სრულფასოვანი სტომატოლოგიური სერვისი ერთ სივრცეში – იაშვილის კლინიკა პედიატრიულ პაციენტებს თერაპიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიურ მკურნალობას სთავაზობს. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური და სტომატოლოგიური აპარატურით. მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაპროექტებული სასტერილიზაციო, რაც ინფექციების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
უფრო კონკრეტულად, სტომატოლოგიურ განყოფილებაში ხელმისაწვდომია:
- ბავშვთა თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგია;
- ორთოპედია;
- ორთოდონტია;
- ყბა–სახის ქირურგია;
- დენტალური ტრავმები;
- რენტგენოლოგიური კვლევები;
მნიშვნელოვანია, რომ პირის ღრუს სანაცია (კბილების მკურნალობა) ზოგადი ანესთეზიით (ნარკოზით) ერთ ეტაპად (ერთი დაძინებით) ხორციელდება. ოცესში ჩართულია საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექიმები–სტომატოლოგთა, ანესთეზიოლოგთა და პედიატრთა გუნდი.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პრევენციულ ღონისძიებებსა და სახლის პირობებში პირის ღრუს ჰიგიენური ნორმების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს, რაც მინიმუმამდე ამცირებს შემდგომ სტომატოლოგიურ გართულებებს როგორც ბავშვებში, ასევე – მოზარდებში.