Iashvili Hospital

ენდოკრინოლოგიისა და დიაბეტის ცენტრი

ენდოკრინოლოგიისა და დიაბეტის ცენტრი აერთიანებს ყოვლისმომცველ ამბულატორიულ მომსახურებას, რომელიც ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევების მქონე ბავშვებისა და მოზარდების  საჭიროებებს არის მორგებული.  ენდოკრინული დარღვევების სწორ და დროულ მართვას გადამწყვეტი როლი ენიჭება ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში, შესაბამისად, ამ მიმართულებით მძლავრი სერვისის არსებობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ცენტრში წარმატებით ხდება პაციენტების მართვა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებით, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით, სიმაღლეში ზრდის შეფერხებით, მეტაბოლური და ჰორმონული დარღვევებით, ჭარბი წონით, სქესობრივი დიფერენცირების დარღვევით  და სხვა. ხელმისაწვდომია ფართო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრასონოგრაფი და სხვა).

დაავადებათა მართვის მეთოდები თანამედროვე გაიდლაინებს ეყრდნობა. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული, ინსულინდამოკიდებული პაციენტების მკურნალობა ტექნოლოგიური ინოვაციის მეთოდით ხორციელდება. გამოიყენება ინსულინის ტუმბო, რომლითაც ინსულინის ფიზიოლოგიურ გამომუშავებასთან მიახლოებული ეფექტი მიიღწევა. ასევე, ენდოკრინოლოგიისა და დიაბეტის ცენტრში წარმატებით ხორციელდება ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორიც არის:

  • თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი და შეძენილი დისფუნქცია;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  • შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი ;
  • ჰიპოგლიკემიები (ნეონატალური ასაკიდან);
  • ჭარბი წონა, წონის დეფიციტი,
  • სიმაღლეში ზრდის დარღვევები;
  • სქესობრივი დიფერენციაციის დარღვევები (DSD);
  • ენდოკრინოლოგიური სიმსივნეები
  •  სიმსივნის შემდგომი ენდოკრინოპათიები;
  • არტერიული ჰიპერტენზიის ენდოკრინული მიზეზები;
  • იშვიათი გენეტიკური დაავადებები;

გარდა ამისა, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო ენდოკრინული მიმართულებით სრულყოფილად მართავს იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ქონდროდისპლაზიები, პრავედ ვილის სინდრომი, ჰიპოპიტუიტარიზმი, დაუნის სინდრომი, მაკუნ ოლბრაიტის სინდრომი, ნუნანის სინდრომი, კორნელია დე ლანგის სინდრომი. 

დაავადებათა მართვის მეთოდები თანამედროვე გაიდლაინებს ეყრდნობა. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული, ინსულინდამოკიდებული პაციენტების მკურნალობა ტექნოლოგიური ინოვაციის მეთოდით ხორციელდება. გამოიყენება ინსულინის ტუმბო, რომლითაც ინსულინის ფიზიოლოგიურ გამომუშავებასთან მიახლოებული ეფექტი მიიღწევა. ასევე, ენდოკრინოლოგიისა და დიაბეტის ცენტრში წარმატებით ხორციელდება ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორიც არის:

  • თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი და შეძენილი დისფუნქცია;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  • წყლის და ელექტროლიტური დისფუნქციის სხვადასხვა ტიპის მოშლა 
  • ჰიპოგლიკემიები (ნეონატალური ასაკიდან);
  • ჭარბი წონა, წონის დეფიციტი, სიმაღლეში ზრდის დარღვევები, ტანმაღლობა;
  • სქესობრივი დიფერენციაციის დარღვევები (DSD);
  • ენდოკრინოლოგიური სიმსივნეებისიმსივნის შემდგომი ენდოკრინოპათიები;
  • არტერიული ჰიპერტენზიის ენდოკრინული მიზეზები;

აღსანიშნავია, რომ იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო ერთადერთი პედიატრიული ჰოსპიტალია ქვეყანაში, რომელიც ენდოკრინული მიმართულებით სრულყოფილად მართავს იშვიათ დაავადებებს. მათ შორისააქონდროდისპლაზიები, პრავედ ვილის სინდრომი, ჰიპოპიტუიტარიზმი, დაუნის სინდრომი, მაკუნ ოლბრაიტის სინდრომი, ნუნანის სინდრომი, კორნელია დე ლანგის სინდრომი).

032 2 05 15 15

დაგვიკავშირდით

ან