ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრი 28-დღიდან 18 წლამდე პაციენტებს მათზე მორგებულ, სრულფასოვან დიაგნოსტიკურ და ამბულატორიულ სერვისს სთავაზობს. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და ხორციელდება თანამედროვე ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული კვლევები. მათ შორის, ხელმისაწვდომია:
- რენტგენოლოგიური კვლევა;
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- სუბმანდიბულარული (ქვედა ყბისქვეშა და ხახის) კვლევა;
- აუდიოლოგიური კვლევა (სმენის ტესტირება);
- ფიბროლარინგოსკოპია (ცხვირ–ხახის კვლევა);
- ცხვირის ენდოსკოპია;
- ლარინგოლოგიური კვლევა;
- ბაქტერიული კვლევა;
- ტიმპანომეტრია (ყურის გამოკვლევა);
- ცხვირის ფუნქციური კვლევები;
- ლაბორატორიული კვლევები;
ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრი ყოვლისმომცველი ამბულატორიული სერვისების წამყვანი მიმწოდებელია პედიატრიულ პაციენტებში. მომსახურება მოიცავს თერაპიული მკურნალობის ფართო სპექტრს. ზუსტი დიაგნოსტიკის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მაღალი სირთულის ქირურგიულ ჩარევებს წარმატებით მართავს ოტორინოლარინგოლოგიის განყოფილების სამედიცინო პერსონალი.