Iashvili Hospital

გულის ცენტრი

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს გულის ცენტრი ახალშობილებში, ჩვილებსა და 18 წლამდე პედიატრიულ პაციენტებში  დაავადებებათა პრევენციასა და თანდაყოლილი თუ შეძენილი პათოლოგიების დიაგნოსტიკამკურნალობას მოიცავს. ასევე, წარმატებით ხორციელდება გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების თანდაყოლილი მანკების პრენატალური დიაგნოსტირება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დაბადების შემდგომ ლეტალობის რისკს.

გული ცენტრში დიაგნოსტიკური საშუალებები სრულფასოვნად არის წარმოდგენილი. მათ შორის, ხელმისაწვდომია ელექტროკარდიოგრაფია, ნაყოფის გულის ექოკარდიოგრაფიული კვლევა. საჭიროების შემთხვევაში, ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია და დამატებითი ულტრაბგერითი კვლევები.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მედიცინის პროტოკოლი გულის კვლევას ახალშობილის დაბადებისთანავე ითვალისწინებს. ასევე, 16 წლამდე რეკომენდებულია პერიოდული ვიზიტი კარდიოლოგთან, ვინაიდან გულსისხლძარღვთა დაავადებების მეტი წილი სწორედ ბავშვთა ასაკიდან იღებს სათავეს. ასევე, პედიატრიულ პაციენტებში ხშირია გულის სტრუქტურული პათოლოგიები, რითმის დარღვევები და სხვა გართულებები. დაავადებათა დროული იდენტიფიცირება და პრევენცია ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ მიმართულებით იაშვილის ბავშვთა ჰოსპიტალში დასავლური გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური გუნდია ხელმისაწვდომი.

032 2 05 15 15

დაგვიკავშირდით

ან