Iashvili Hospital

თვალის ცენტრი

ბავშვთა ასაკში ოფთალმოლოგიური დარღვევები, თანდაყოლილი დაავადებები და შეძენილი დისფუნქციებიიაშვილის საავადმყოფოს თვალის ცენტრი 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს სრულფასოვან სერვისს სთავაზობს. ამ მიმართულებით ხელმისაწვდომია სადიაგნოსტიკო ოფთალმოლოგიური აპარატები, რომლებიც პედიატრიული ასაკის პაციენტების სრულყოფილ გამოკვლევას უზრუნველყოფს. მათ შორის, ხელმისაწვდომია:

  • ვიზომეტრია, რეტინოსკოპია, კომპიუტერული რეფრაქტოკერატომეტრია;
  • ბიომიკროსკოპია (წინა მონაკვეთი) და თვალის ფსკერის კვლევა;
  • არაპირდაპირი და პირდაპირი ოფთალმოსკოპია;
  • თვალშიდა წნევის განსაზღვრა;

თვალის ცენტრში ხორციელდება ნებისმიერი სირთულის მხედველობის კორექცია, მკურნალობა კონსერვატიული, ქირურგიული თუ ლაზერული მეთოდებით. წარმატებით იმართება ისეთი ოფთალმოლოგიური პათოლოგიები ბავშვებში, როგორიცაა: ყველა ფორმის სიელმე,  გლაუკომა, კატარაქტა, საცრემლე აპარატის დაავადებები, ბადურის თანდაყოლილი/შეძენილი პათოლოგიები, რეფრაქციის ანომალიები და თვალის ტრავმულ/ქიმიური დაზიანებები.

აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ასაკში ხშირია უცხო სხეულის მოხვედრის შემთხვევები თვალში. ამ მიმართულებით ჰოსპიტალში ტარდება მანიპულაციები ქირურგიული თუ არაქირურგიული მეთოდით. ასევე, ხელმისაწვდომია ონკოოფთალმოლოგიისა და ნეიროოფთალმოლოგიის სერვისი.

032 2 05 15 15

დაგვიკავშირდით

ან