ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის პედიატრიული ამბულატორიული ცენტრი ბავშვთა საყრდენ–მამოძრავებელი სისტემისა და კუნთოვანი ქსოვილების დაავადებების დიაგნოსტიკა–მკურნალობას მოიცავს. ბავშვთა ორთოპედებით, ბავშვთა ტრავმატოლოგებით, ფიზიოთერაპევტებითა და სპეციალიზებული ექთნებით დაკომპლექტებული გუნდი მიმართულია, თითოეულ პაციენტს მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ამბულატორიული სერვისი შესთავაზოს.
სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენოლოგიური, კონტრასტული და ექოსკოპიური კვლევები, რაც საფუძვლიანი კლინიკური შეფასების გაკეთების საშუალებას იძლევა. ცენტრი ფოკუსირებულია ისეთი მდგომარეობების დიაგნოზსა და არაქირურგიულ მკურნალობაზე, როგორიცაა მოტეხილობები, დისლოკაციები, დაჭიმულობა, თანდაყოლილი და განვითარების ისეთი დარღვევები, როგორიცაა სქოლიოზი, ტერფის და ბარძაყის დისპლაზია და მრავალი სხვა.
აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევაში ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური მიმართულებით პედიატრიულ პაციენტებს განსაკუთრებით წარმატებით მართავს ჰოსპიტალური განყოფილება, სადაც საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის სრულფასოვანი ქირურგიული მკურნალობაა შესაძლებელი (მატ შორის ონკოდაავადებები, ნეიროდაავადებები, ტრავმები და სხვა).