რეაბილიტაციის ცენტრი ფიზიკური თერაპიის საჭიროების მქონე პედიატრიულ პაციენტებს აბილიტაციური და რეაბილიტაციური სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს. ცენტრში გათვალისწინებულია როგორც თანდაყოლილი მანკებისა და პათოლოგიების შედეგად დაზიანებული მოტორული ფუნქციის აღდგენა, ასევე – სხვადასხვა სახის თერაპია შეძენილი დაავადებებისა და ტრავმისშემდგომი (მათ შორის პერინატალური პერიოდის) გართულებების დროს.
რეაბილიტაციის ცენტრი პაციენტებს გარკვეული უნარების გამომუშავებაში ეხმარება, ასწავლის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის საჭირო ჩვევებს და გარემოსთან ადაპტაციაში უწყობს ხელს. ხელმისაწვდომია თერაპიით მკურნალობა ისეთი დარღვევების დროს, როგორიც არის მოტორული სფეროს განვითარების შეფერხებები, ძვალ–სახსროვანი სისტემის თანდაყოლილი პრობლემები, ტრავმისშემდგომი პათოლოგიები, ნეიროდარღვევები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ სერვისის უწყვეტობა რეაბილიტაციის ცენტრის მთავარი ამოცანაა. შესაბამისად, მაღალი დონის აბილიტაცია–რეაბილიტაცია ექიმების მუშაობის განუყოფელი ნაწილია და მათი მრავალწლიანი გამოცდილება სწორედ რთული შემთხვევების მართვას ეფუძნება.