ივანე ჩხაიძე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორია. ასევე, თავმჯდომარეობას უწევს პედიატრიულ საბჭოს ვიანის ქსელში. არის:
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი პედიატრიაში;
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის (NITAG) ხელმძღვანელი;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი;
საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;
კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინების ეროვნული საბჭოს წევრი;
ევროპის რესპირაციული საზოგადოების (ERS) წევრი;
ამერიკის თორაკალური საზოგადოების (ATS) წევრი;
პულმონოლოგიაში აკრედიტაციის ევროპული საბჭოს (EBAP) ექსპერტი;
ევროპული პროექტის The Susy Safe წევრი;
რესპირაციულ მედიცინაში ევროპელ სპეციალისტთა განათლების პროექტის (HERMES) ეროვნული ექსპერტი;
არის 16 ეროვნული გაიდლაინის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 262 სამეცნიერო ნაშრომი, მათგან 36 შეყვანილია აშშ-ს ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის საძიებო სისტემაში (PubMed.Gov). ასევე, არის პოლონური (Pneumologia i Alergologia Polska), სერბული (Preventivna Pedijatrija), ბერძნული (PNEUMON) და უკრაინული (Astma ta alergia) სამედიცინო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი. გარდა ამისა, ივანე ჩხაიძე მთავარ რედაქტორობას უწევს „საქართველოს რესპირაციულ ჟურნალს.“
2015 წელს ივანე ჩხაიძეს მიენიჭა ეროვნული პრემია მედიცინაში.