Iashvili Hospital

სანდრო კილაძე - ტრანსპლანტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი

სანდრო კილაძე MD

ტრანსპლანტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი

სანდრო კილაძე იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ტრანსპლანტოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მისი სამედიცინო და სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფერო ზოგადი ქირურგია, ბავშვთა ქირურგია, ონკოქირურგია და ტრანსპლანტოლოგიაა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და კლინიკური ორდინატურა ზოგადი ქირურგიის მიმართულებით ბელარუსში (მინსკი) გაიარა. მუშაობდა მინსკში ორგანოთა ტრანსპლანტაციის განხრით, ასევე – მოსკოვის შუმაკოვის ცენტრის ორგანოთა გადანერგვის დეპარტამენტში.

კვალიფიკაცია აიმაღლა თურქეთში, ხორვატიაში, უნგრეთსა და გერმანიაში. არის ევროპის ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის წევრი, რომლის ეგიდითაც 2018-2019 წლებში იმყოფებოდა თურქეთსა და ხორვატიაში ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და ორგანოთა გადანერგვის დეპარტამენტში. ასევე, არის საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის წევრი.