მერაბ ვარძუკაშვილი 48-წლიანი სამედიცინო გამოცდილების მქონე ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგია, რომელიც იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ტრავმატოლოგიის, ორთოპედიის და ხერხემლის ქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს.
მან როსტოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა ამავე უნივერსიტეტში, ბავშვთა ორთოპედია-ტრავმატოლოგიის მიმართულებით განაგრძო. მერაბ ვარძუკაშვილმა პროფესიული მოღვაწეობაც საზღვარგარეთ დაიწყო. საქართველოში დაბრუნებამდე ის 5 წელი რუსეთში მუშაობდა.
იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს მერაბ ვარშუკაშვილი 2012 წლიდან შემოუერთდა. არის 17 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მათ შორის ერთ-ერთ მათგანზე მოპოვებული აქვს საავტორო უფლება.