Iashvili Hospital

ირაკლი ვარძუკაშვილი - ხერხემლის ქირურგიის სამსახურის უფროსი

ირაკლი ვარძუკაშვილი MD, Professor

ხერხემლის ქირურგიის სამსახურის უფროსი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, ირაკლი ვარძუკაშვილი 23-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პროფესიონალი ექიმია, რომელიც ორთოპედის, ტრავმატოლოგისა და ვერტებროლოგის სპეციალიზაციებს ფლობს. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ის ხერხემლის ცენტრს ხელმძღვანელობს.

განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამკურნალო საქმის განხრით მიიღო, რის შემდეგაც სწავლა ჯერ აკად. ო. ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში განაგრძო, შემდეგ კი – თურქეთში, ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის მიმართულებით ისწავლა. კვალიფიკაცია აიმაღლა ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის – უკრაინაში, გერმანიასა და ავსტრიაში.

არის საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის (GSOT) წევრი ისევე, როგორც – ორთოპედიული ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (SICOT) წევრი. მის სახელს უკავშირდება არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და სამედიცინო პუბლიკაცია.