მედიცინის აკადემიური დოქტორი და თსსუ-ს ასოცირებული პროფესორი, თინათინ დავითაია მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პედიატრიული ნეფროლოგია, რომელიც იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ურონეფროლოგიის, რევმატოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თინათინ დავითაიამ კვალიფიკაცია ევროპის სხვადასხვა წამყვან სამედიცინო ცენტრში აიმაღლა. გავლილი სხვადასხვა ხანგრძლივობის პრაქტიკული და სამეცნიერო სტაჟირება ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია), ტულუზის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში საფრანგეთი, ვენის აკადემიურ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში (ავსტრია), ბერლინის შარიტეს კლინიკასა (გერმანია) და ვიჩენცას თირკმლის საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტში (იტალია). 2016 წელს გაიარა გადამზადება ბელგიის ქალაქ ლეუვენის პედიატრიული ნეფროლოგიის და ტრანსპლანტაციის ცენტრში.
არის საქართველოს დიალიზის, ტრანსპლანტაციისა და ნეფროლოგიის გამგეობის წევრი, საერთაშორისო და ევროპის ბავშვთა ნეფროლოგთა საზოგადოების წევრი (IPNA-ESPN), ბავშვთა ნეფროლოგიაში რამდენიმე საერთაშორისო კვლევითი კონსორციუმის წარმომადგენელი.