ზვიად ბულისკერია 47-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ბავშვთა ქირურგია, რომლის პროფესიული მოღვაწეობა იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს 1989 წლიდან უკავშირდება. ამჟამად ის ზოგადი, აბდომინური და თორაკალური ქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს.
დაამთავრა მინსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ბელარუსი) პედიატრიული ფაკულტეტი. პოსტდიპლომური განათლება ბავშვთა ქირურგიის განხრით მიიღო.
მისი პროფესიული მოღვაწეობა ბელარუსში, ბავშვთა ქირურგიის ცენტრში იწყება, სადაც ის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში მუშაობდა. მოგვიანებით, იყო ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში (საქართველო).
ზვიად ბულისკერიამ საქართველოში არაერთი ინოვაციური მიდგომა დანერგა ბავშვთა ქირურგიის მიმართულებით. მის სახელს უკავშირდება ჰირშპრუნგის დაავადებისა და პორტალური ჰიპერტენზიის მკურნალობის, ასევე – ახალშობილთა ქირურგიის თანამედროვე მეთოდები და მრავალი სხვა, რაც დადებითი გამოსავლის მაჩვენებელს საგრძნობლად ზრდის.