Iashvili Hospital

დარეჯან სტურუა MD, Professor

რადიოლოგიური დიაგნოსტიკის სამსახურის უფროსი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და დავით ტვილდიანის სახელობის უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტის” რადიოლოგიის კათედრის სრული პროფესორი, დარეჯან სტურუა იაშვილის ბავშვთა ჰოსპიტალში რადიოლოგიური დიაგნოსტიკის სამსახურს ხელმძღვანელობს. მისი სამედიცინო და სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფეროა ზოგადი რადიოლოგია, ზოგადი რენტგენოლოგია და პედიატრიული რადიოლოგია.

დარეჯან სტურუა არის საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის, ევროპის რადიოლოგთა საზოგადოებისა (ESR) და ევროპის რესპირაციული საზოგადოების (ERS) წევრი. ასევე, ერთიანდება სამედიცინო ჟურნალ „რენტგენოლოგიის და რადიოლოგიის მაცნეს” სარედაქციო კოლეგიაში. გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სამეცნიერო ნაშრომი.