გვანცა ჯაჯანიძე იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში რევმატოლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობს. არის:
• ევროპის პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის (PreS) წევრი;
• ევროპის რევმატოლოგთა ლიგის (EULAR) წევრი;
• ევროპის პედიატრ-რევმატოლოგთა კვლევითი ორგანიზაციის წევრი;
• საქართველოს რევმატოლოგთა კავშირის წევრი;
• საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრი;
• ევროპის ახალგაზრდა რევმატოლოგთა გაერთიანების (EMERGE) საქართველოს წარმომადგენელი;
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი და დიპლომისშემდგომი სწავლება რევმატოლოგიის მიმართულებით ჩეხეთში განაგრძო. ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს პედიატრიაში, ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგიასა და ბავშვთა გადაუდებელ მედიცინაში.
კვალიფიკაცია დასავლეთის ქვეყნებში აიმაღლა. მათ შორის, გაირა აუტოინფლამატორული დაავადებების კურსი შვეიცარიაში (JIR Winter School), ევროპის რევმატოლოგთა კავშირის მიერ ორგანიზებული ვასკულიტის კურსი იტალიაში და მრავალი სხვა.
გვანცა ჯაჯანიძე აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობასაც. არის დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკული პროგრამის მოწვეული პედაგოგი.