მედიცინის აკადემიური დოქტორი და პროფესორი, ბიძინა კანაშვილი 14-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ქირურგიული ორთოპედ-ტრავმატოლოგია.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ, მან პროფესიული განვითარება ორთოპედ-ტრავმატოლოგიის განხრით ჯერ ამავე უნივერსიტეტში განაგრძო, შემდეგ კი მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტის ბაზაზე მიიღო. პროფესიული გადამზადება ამერიკის შეერთებული შტატებში, ალფრედ ი. დუპონტის სახ. ბავშვთა საავადმყოფოში გაიარა. ასევე, წარმატებით დაასრულა ჰონგ-კონგის საუნივერსიტეტო კლინიკის სასტიპენდიო პროგრამა.
2020 წელს თბილისის სამედიცინო აკადემიის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის წოდება მიიღო. არის 7 საერთაშორისო სტატიის ავტორი და 2 სტატიის თანაავტორი.
ბიძინა კანაშვილი საქართველოში ბავშვთა ტრავმისა და ორთოპედიული ქირურგიის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ასევე, არის მსოფლიოს ორთოპედთა ორგანიზაციის (SICOT), ამერიკის ორთოპედიულ ქირურგთა აკადემიისა (AAOS) და ჩრდილოეთ ამერიკის პედიატრიულ ორთოპედთა ასოციაციის (POSNA) წევრი.