Iashvili Hospital

ნინო ქიქოძე - გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი

ნინო ქიქოძე MD

გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი

ნინო ქიქოძე საქართველოში ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილების ერთ-ერთი დამფუძნებელია. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა 2004 წელს ER-ის პირველი დეპარტამენტი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში, რასაც ეტაპობრივად მოჰყვა „ემერჯენსის“ სერვისის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პედიატრიის განხრით და დიპლომისშემდგომი განათლება რეანიმატოლოგიის მიმართულებით ამავე სასწავლებელში მიიღო. მედიცინის დოქტორის ხარისხი 2001 წელს, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ბაზაზე, პედიატრიული მიმართულებით მიენიჭა.

თავისი კარიერის განმავლობაში ნინო ქიქოძეს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყანაში ER-ის სერვისის განვითარებაში. ის აქტიურად თანამშრომლობდა მსოფლიოს წამყვან ემორის უნივერსიტეტსა (ატლანტა, აშშ) და მეიოს კლინიკასთან (მინესოტა, აშშ), რის შედეგადაც იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა.

არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სამედიცინო პუბლიკაციის ავტორი. ასევე, თანაავტორობას უწევს სახელმძღვანელოს: „პედიატრიული გადაუდებელი მდგომარეობების მართვის დახვეწილი ალგორითმი”, რომელიც მოგვიანებით ქართულ ენაზე ითარგმნა.

ნინო ქიქოძე პედიატრიული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. 2015 წლიდან ხელმძღვანელობს ბავშვთა გადაუდებელი დახმარების ექიმთა გადამზადების პროგრამას.