სოსო ჩაბაკაური ახალგაზრდა ორთოპედ-ტრავმატოლოგია, რომელიც პედიატრიულ პაციენტებს ამავე მიმართულებით იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ემსახურება.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. პოსტდიპლომური განათლება ჯერ უკრაინაში, კიევის პ.ლ. შუპიკის სახელობის დიპლომისშემდგომ ნაციონალურ სამედიცინო აკადემიაში მიიღო, მოგვიანებით კი საქართველოში დაბრუნდა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ტრავმატოლოგიის განხრით ისწავლა.
სოსო ჩაბაკაურის პირველი ნაბიჯები უმცროსი ექიმის რანგში სწორედ იაშვილის ბავშვთა კლინიკას უკავშირდება (2012 წ). ის ჰოსპიტალს ორთოპედ-ტრავმატოლოგის პოზიციაზე 2023 წლიდან შემოუერთდა.
საექიმო პრაქტიკის და შემდეგ უკვე დიპლომირებულ ექიმად მუშაობის პარალელურად, სოსო ჩაბაკაურმა კვალიფიკაცია სხვადასხვა განხრით აიმაღლა. მათ შორის, გაიარა ევროპის ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა ასოციაციის (EAOT) საგანმანათლებლო კურსები (2015 და 2017 წლებში) და მონაწილეობა მიიღო ევროპის პედიატრიულ ორთოპედთა საზოგადოების (EPOS) კლინიკურ სწავლებაში.
არის საქართველოს ბავშვთა ორთოპედიისა და ქირურგიის ასოციაციის თანადამფუძნებელი.