სოსო ჩიხლაძე ახალგაზრდა ორთოპედ-ტრავმატოლოგია. იაშვილის ბავშვთა კლინიკას ის 2019 წლიდან შემოუერთდა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რის შემდეგაც პოსტდიპლომური სწავლება ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის მიმართულებით განაგრძო და სახელმწიფო ლიცენზია მოიპოვა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ხერხემლის დეფორმაციები და ბავშვთა და მოზრდილთა ორთოპედ-ტრავმატოლოგია.
სოსო ჩიხლაძე საექიმო პრაქტიკის გარდა, ეწევა აკადემიურ საქმიანობასაც. ის 2022 წლიდან „ალტე უნივერსიტეტის“ მოწვეული ლექტორია.
იაშვილის კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგი პერმანენტულად მონაწილეობს სამედიცინო კონფერენციებში, ტრენინგებსა და სემინარებში.