ნათია ჩხაიძე გამოცდილი ექიმი-პედიატრია, რომელიც მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რესპირაციული მედიცინის განყოფილებაში პედიატრის პოზიციას იკავებს.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი და გადაუდებელ მედიცინაში თსსუ-ს საზაფხულო კლინიკური სტაჟირება გაიარა. პედიატრიის განხრით რეზიდენტურაში ამავე უნივერსიტეტში ისწავლა და პედიატრის სახელმწიფო ლიცენზია მოიპოვა.
ნათია ჩხაიძე აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა. არის თსსუ-ს მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი. ასევე, მონაწილეობას იღებს კლინიკურ კვლევებში როგორც საქართველოში, ასევე – მის ფარგლებს გარეთ. მის სახელს უკავშირდება აგრეთვე 3 ეროვნული პროტოკოლის თანაავტორობა:
- ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოსტიკა, მართვა და პრევენცია პედიატრიულ პაციენტებში“- თანაავტორი;
- „ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციასთან ასოცირებული პნევმონიის დიაგნოსტიკა, პრევენცია და მართვა ბავშვთა ასაკში“ – თანაავტორი;
- „ჰოსპიტალური პნევმონიის დიაგნოსტიკა, პრევენცია და მართვა ბავშვთა ასაკში“ – თანაავტორი;
ნათია ჩხაიძე მუდმივად იღებს მონაწილეობას კლინიკურ სიმპოზიუმებსა და კონგრესებში.