თამარ ქუჩიშვილი ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგი, თერაპევტი და პირის ღრუს ქირურგია. იაშვილის კლინიკის გუნდს ის 2025 წელს შემოუერთდა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება (რეზიდენტურა) ბავშვთა და მოზრდილთა თერაპიული სტომატოლოგიის განხრით, სასწავლო კვლევით ცენტრ „უნიდენტში” მიიღო. 2023 წელს კი სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტივერში” პირის ღრუს ქირურგია შეისწავლა.
ახალგაზრდა სტომატოლოგს გავლილი აქვს პროფესიული განვითარების არაერთი კურსი. მათ შორის, იმყოფებოდა ბავშვთა სტომატოლოგთა არაერთ კონგრესზე საქართველოს ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, კვალიფიკაცია აიმაღლა ისეთი სპეზიალიზებული მიმართულებებით, როგორიც არის: სტომატოლოგიურ მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციის პრევენცია და კონტროლი, უსაფრთხო და ეფექტური ენდოდონტია და სხვა.