ვაჟა ქათამაძე ბავშვთა და მოზრდილთა ოტორინოლარინგოლოგია, რომელიც იაშვილის სახელობის კლინიკაში პედიატრიულ პაციენტებს ემსახურება.
მისი პროფესიული ინტერესები საკმაოდ მრავალფეროვანია. თავდაპირველად, ვაჟა ქათამაძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდა. შემდეგ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე ჩააბარა და ბაკალავრის დიპლომი მიიღო. რეზიდენტურაზე სწავლა კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ოტორინოლარინგოლოგიის მიმართულებით განაგრძო.
რეზიდენტურაზე სწავლის პარალელურად, ვაჟა ქათამაძე იაშვილის ბავშვთა კლინიკაში ჯერ მედდად, შემდეგ კი უმცროს ექიმად მუშაობდა. ამჟამად მას ოტორინოლარინგოლოგის პოზიცია უჭირავს.
აღსანიშნავია, რომ ვაჟა ქათამაძემ სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად კიდევ ერთი პროფესიის შეძენა გადაწყვიტა. ის თსუ-ში სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებებს დაეუფლა და მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.