Iashvili Hospital

დავით მახათაძე - ბავშვთა გასტროენტეროლოგი

დავით მახათაძე, MD

ბავშვთა გასტროენტეროლოგი

დავით მახათაძე 47-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური პროფესიონალია, რომელიც იაშვილის  ბავშვთა კლინიკაში გასტროენტეროლოგის პოზიციას იკავებს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. სწავლა ბავშვთა გასტროენტეროლოგიის მიმართულებით ჯერ ამავე უნივერსიტეტში, შემდეგ კი მოსკოვის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო. ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს პედიატრიასა და ბავშვთა გასტროენტეროლოგიაში.

დავით მახათაძე პერმანენტულად მონაწილეობს სამედიცინო ტრენინგებსა და კონფერენციებში. მათ შორის, კლინიკური კვლევის ჯგუფის ეგიდით იმყოფებოდა ირლანდიაში.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საატესტაციო კომისიამ დავით მახათაძეს 1993 წელს უმაღლესი კატეგორიის ექიმის წოდება მიანიჭა. არის საქართველოს ბავშვთა გასტროენტეროლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი.