Iashvili Hospital

ეთუკა მარგალიტაძე - გინეკოლოგი

ეთუკა მარგალიტაძე, MD

გინეკოლოგი

ეთუკა მარგალიტაძე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ბავშვთა და მოზრდილთა გინეკოლოგი, ლაპარასკოპიული ქირურგი და ონკოლოგიური გინეკოლოგია. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ის გინეკოლოგის პოზიციას იკავებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (სამკურნალო საქმე) დამთავრების შემდეგ, ეთუკა მარგალიტაძემ პოსტდიპლომური განათლება მეანობა-გინეკოლოგიის განხრით, თსსუ-ს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში მიიღო. წლების განმავლობაში კვალიფიკაცია აიმაღლა მომიჯნავე პროფილებით ევროპის წამყვან კლინიკებში. მუდმივად მონაწილეობს კლინიკურ კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში. არის:

  • საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის წევრი;
  • საქართველოს მეან–გინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) წევრი;
  • ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების წევრი (ISE);
  • ევროპის გინეკოლოგთა ასოციაციის წევრი;
  • საქართველოს ენდოკრინოლოგიის და მეტაბოლიზმის ასოციაციის;
  • ევროპის კონტრაცეფციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საზოგადოების წევრი;

15-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ექიმის სახელს უკავშირდება რამდენიმე კლინიკური პუბლიკაცია და სტატია. ასევე, ეთუკა მარგალიტაძე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას.