მერაბ მათიაშვილი იაშვილის ბავშვთა კლინიკაში კარდიოლოგის პოზიციას იკავებს. მაღალკვალიფიციურ ექიმს თითქმის 50-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, რის შემდეგაც სუბორდინატურა და ინტერნატურა გაიარა და სახელმწიფო ლიცენზია მიიღო. სწავლის პარალელურად, მერაბ მათიაშვილი ფაქტობრივად გახსნის დღიდან შეუერთდა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გუნდს (1979წ), სადაც ჯერ მედდად, შემდეგ კი უმცროს ექიმად მუშაობდა.
მერაბ მათიაშვილმა 1999-2000 წლებში კლინიკური სტაჟირება გერმანიაში, ქალაქ ბერლინის გულის ცენტრში გაიარა. 1996 წლიდან ის ბავშვთა კარდიოლოგიის განყოფილებას ჯო ენის სამედიცინო ცენტრში ხელმძღვანელობდა.
მერაბ მათიაშვილი საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწეოდა. იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი.