Iashvili Hospital

ნანა მეტრეველი - პედიატრი

ნანა მეტრეველი, MD

პედიატრი

ნანა მეტრეველი იაშვილის ბავშვთა კლინიკის პედიატრია, რომლის სამუშაო გამოცდილებაც 30 წელს აჭარბებს.

დაამთავრა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პედიატრიის განხრით, კლინიკური ორდინატურა ბავშვთა მეხუთე საავადმყოფოს ბაზაზე გაიარა. მისი სამუშაო მოღვაწეობის პირველი წლები თეთრიწყაროდან იწყება, რის შემდეგაც თბილისში, N5 ბავშვთა საავადმყოფოს ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილების პედიატრი გახლდათ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს გუნდს 2006 წლიდან შემოუერთდა.

აღსანიშნავია, რომ ნანა მეტრეველი ამიერკავკასიაში არსებული ერთადერთი ჰოსპისის („ციცინათელების ქვეყანა“) ერთადერთი საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პედიატრია.

ის მუდმივად იღებს მონაწილეობას სამედიცინო სემინარებში, კონფერენციებსა და ტრენინგებში. მათ შორის, პრაქტიკული გამოცდილება მიიღო ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში.