ალექსანდრე მიქელაძე 19-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ექიმია. იაშვილის კლინიკაში ის ბავშვთა ქირურგის პოზიციას იკავებს.
დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტი. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ბავშვთა ქირურგიის მიმართულებით. მონაწილეობდა გაცვლითი პროგრამით თურქეთის ათათურქის უნივერსიტეტში, სადაც ბავშვთა ქირურგიის განხრით კვალიფიკაცია აიმაღლა.
მისი პროფესიული საქმიანობა 2016 წლიდან იწყება. პარალელურად, ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობასაც. არის ევექსის ბავშვთა ქირურგიის სარეზიდენტო პროგრამის ასისტენტი. ასევე, იყო მოწვეული ლექტორი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.