იაშვილის ბავშვთა კლინიკის დერმატოლოგი, თამარ ებანოიძე ევროპისა უნივერსიტეტის სრული პროფესორი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მას სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის 40-წლამდე გამოცდილება აქვს.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და პოსტდიპლომური სწავლება დერმატო-ვენეროლოგიის განხრით ექიმთა დახელოვნების აკადემიაში განაგრძო. კვალიფიკაცია საფრანგეთში, ქალაქ ბორდოს სენტ-ანდრეს სახელობის საავადმყოფოში აიმაღლა. ფლობს ვიქტორ სეგალენის სახელობის ბორდოს მეორე საერთაშორისო უნივერსიტეტის დიპლომს დერმატო-ვენეროლოგიაში. არის:
- საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის წევრი;
- ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიის წევრი;
- საქართველოს ფსიქოდერმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი;
- საქართველოს მიკოლოგთა ასოციაციის წევრი;
- დერმატო-ვენეროლოგთა ევრო-აზიის ასოციაციის წევრი;
- საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის წევრი;
თამარ ებანოიძე 36 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორია. მის სახელს უკავშირდება ეროვნული გაიდლაინის შექმნა „ჭინჭრის ციების“ მკურნალობის მიმართულებით. ასევე, არის დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია რედკოლეგიის წევრი (დერმატო-ვენეროლოგიის ნაწილის ავტორი). აღსანიშნავია, რომ თამარ ებანოიძე აქტიურად ეწევა აკადემიურ საქმიანობასაც. არის საქართველოს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამის (დერმატო-ვენეროლოგია) მოდულის პედაგოგი.