Iashvili Hospital

პაატა გიორგაძე MD

უროლოგიის სამსახურის უფროსი

მედიცინის აკადემიური დოქტორი, პაატა გიორგაძე 37-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე უროლოგია, რომელიც 2018 წლიდან იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს უროლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს.

დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის პედიატრიული სამედიცინო ინსტიტუტი, რის შემდეგაც კლინიკური ორდინატურა თბილისის სამედიცინო აკადემიის ბაზაზე გაიარა. კვალიფიკაცია დასავლეთის წამყვან კლინიკებში აიმაღლა. მათ შორის – ისრაელისა და ავსტრიის ბავშვთა ჰოსპიტლებში. ასევე, კლინიკური სტაჟირებით იმყოფებოდა ბელარუსში, სადაც მინსკის ტრანსპლანტაციის ეროვნულ ცენტრსა და ბავშვთა მეორე საავადმყოფოში უროლოგიური მიმართულებით სპეციალიზდა.

2007 წელს მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის წოდება. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.