Iashvili Hospital

თამარ ათანასოვი ონკო-ჰემატოლოგი იაშვილის კლინიკა

თამარ ათანასოვი, MD

ონკო-ჰემატოლოგი; ტრანსფუზიოლოგი

თამარ ათანასოვი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს გუნდს 2014 წელს შემოუერთდა. 12-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ონკო-ჰემატოლოგი კლინიკაში ურთულეს პაციენტებს მართავს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. პოსტდიპლომური განათლება ჯერ პედიატრის სპეციალიზაციით მიიღო, მოგვიანებით კი სწავლა ბავშვთა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის მიმართულებით განაგრძო. 2023 წელს მონაწილება მიიღო პრინცესა მაქსიმას ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის სადამკვირვებლო პროგრამაში (უტრეხტი, ნიდერლანდები).

თამარ ათანასოვი აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობასაც. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSSU), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისა (DTMU) და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მოწვეული ლექტორი.

არის ონკო-ჰემატოლოგთა საზოგადოების, საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის, ევროპის რესპირატორთა ასოციაციისა და ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების წევრი. მის სახელს უკავშირდება ორი კლინიკური ნაშრომი, რომლებიც პრესტიჟულ სამედიცინო გამოცემებში გამოქვეყნდა