არჩილ აგლაძე გამოცდილი ნეიროქირურგია და მრავალი წელია, პედიატრიულ პაციენტებსა და მოზარდებში თავის ტვინის ურთულეს ოპერაციებს წარმატებით ახორციელებს. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეირომეცნიერების დეპარტამენტში ის ნეიროქირურგის პოზიციას იკავებს. მედიცინის დოქტორის ხარისხი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე მიიღო. სწავლა ნეიროქირურგიის განხრით უკრაინაში, ჯერ პოსტდიპლომური განათლების ეროვნულ სამედიცინო აკადემიაში, შემდეგ კი აკადემიკოს ა.პ. რომოდანოვის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში განაგრძო. ამ ეტაპზე იცავს სადოქტორო ნაშრომს (PhD) კრანიოსინოსტოზის ქირურგიული მკურნალობისა და შედეგების შესახებ ნიუ-ვიჟენის უნივერსიტეტის ბაზაზე. არჩილ აგლაძემ უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში მუდმივად მონაწილეობს სამედიცინო კონფერენციებსა და ტრენინგებში. კვალიფიკაცია აიმაღლა დასავლეთის წამყვან კლინიკებში. მათ შორის – იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ინდოეთში. იაშვილის ბავშვთა კლინიკის გამორჩეული ნეიროქირურგი კლინიკური მოღვაწეობის პარალელურად, ეწევა აკადემიურ საქმიანობასაც. არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მონაწილეობას იღებს კლინიკურ კვლევებში.