მარიამ აბრამიშვილი გამოცდილი ონკო-ჰემატოლოგია. მისი პროფესიული მოღვაწეობა იაშვილის ბავშვთა კლინიკიდან 2015 წელს იწყება, როდესაც ის ჯერ კიდევ უმცროსი ექიმის პოზიციას იკავებდა. დღეს ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტში ბავშვთა ჰემატოლოგისა და ტრანსფუზიოლოგის პოსტს იკავებს.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფოს სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. სწავლა ჯერ ევექსის პედიატრიის სარეზიდენტო პროგრამაზე განაგრძო, შემდეგ კი ამავე ქსელში რეზიდენტურა ბავშვთა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის მიმართულებით გაიარა.
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მარიამ აბრამიშვილი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდა, რის ფარგლებშიც სწავლება ჰოლანდიაში, პრინცესა მაქსიმას სახელობის ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში გაიარა. ასევე, პრაქტიკული გამოცდილება მიიღო იტალიაში, სან-ჯერარდოს სახელობის ჰოსპიტალში.
არის სამედიცინო კონფერენციებისა და სწავლებების აქტიური მონაწილე. ასევე, იაშვილის კლინიკის კოლეგებთან თანაავტორობით, მარიამ აბრამიშვილის სახელს უკავშირდება სამეცნიერო ნაშრომი პლაზმაციტოიდური დენდრიტული უჯრედების ნეოპლაზმის მკურნალობის შესახებ.