Iashvili Hospital

ნათია ცერცვაძე - ყბა-სახის ქირურგიის სამსახურის უფროსი

ნათია ცერცვაძე

ყბა-სახის ქირურგიის სამსახურის უფროსი

ნათია ცერცვაძე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში
ყბა-სახის ქირურგიის სამსახურს ხელმძღვანელობს. არის ბავშვთა და მოზრდილთა ყბა-სახის ქირურგი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი, რის შემდეგაც რეზიდენტურა ყბა-სახის ქირურგიის მიმართულებით  გაიარა. კვალიფიკაცია დასავლეთის ქვეყნებში აიმაღლა. მათ შორის, ნათია ცერცვაძე აქტიურად თანამშრომლობს პარიზის ნეკერის ბავშვთა ჰოსპიტლის ყბა-სახის ქირურგიული მიმართულების ექიმებთან. მონაწილეობა მიიღო კრანიო-ფრონტო-ნაზალური სინოსტოზების მქონე პაციენტებში მონობლოკ ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ მზადებაში.

ნათია ცერცვაძე პერმანენტულად მონაწილეობს სამედიცინო სემინარებსა და კონფერენციებში. პარალელურად, ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობასაც და არის საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.