Iashvili Hospital

ნიკოლოზ საინიშვილი MD, PhD


რადიოლოგი

მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორი, ნიკოლოზ საინიშვილი იაშვილის ბავშვთა ჰოსპიტალში რადიოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს. 35-წლიანი გამოცდილების ექიმი მაღალტექნოლოგიურ კვლევებს სთავაზობს ბავშვებსა და მოზარდებს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, რის შემდეგაც სწავლა პროფ. კახიანის საგზაო-კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ტრავმატოლოგიის განხრით განაგრძო. მოგვიანებით, მიიღო სპეციალიზაცია ნეიროქირურგიისა და რენტგენოლოგიის განხრითაც. ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს რადიოლოგიასა და ნეიროქირურგიაში. არის:

  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის წევრი;
  • საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი;
  • ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი;
  • ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი;
  • ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი;
  • ევროპის მედიკოს სპეციალისტთა ასოციაციის წევრი;
  • ევროპის რადიოლოგთა კონგრესის წევრი;

ნიკოლოზ საინიშვილი 40-მდე სამედიცინო პუბლიკაციის ავტორია. ასევე, ის ჩართულია აკადემიურ საქმიანობაში და ხელმძღვანელობს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოლოგიის სარეზიდენტო პროგრამას.