Iashvili Hospital

ანდრეი ზაპოლიანსკი

ზოგადი ქირურგი

. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ზოგადი, აბდომინური და თორაკალური ქირურგიის განყოფილების გუნდს შემოუერთდა ექიმი ანდრეი ზაპოლიანსკი, ბავშვთა ქირურგი, მედიცინის დოქტორი.

ექიმ ზაპოლიანსკის აქვს 18-წლიანი კლინიკური გამოცდილება, ის მუშაობდა ქ.მინსკის ბავშვთა კლინიკებში, 2014 წლიდან იგი ხელმძღვანელობს ქ. მინსკის ბავშვთა ქირურგიის სამეცნიეროპრაქტიკული ცენტრის ქირურგიის განყოფილებას, მისი პრაქტიკული საქიანობის ძირითადი სფეროებია ენდოსკოპიური ქირურგია, თანდაყოლილი ანომალიების ქირურგიული მკურნალობა, ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა ქირურგია, ღვიძლის ქირურგია.

აღსანიშნავია, რომ ექიმი ანდრეი ზაპოლიანსკი წლების განმავლობაში იაშვილის საავადმყოფოს მოწვეული ქირურგის სტატუსით სტუმრობდა და ქართველ კოლეგებთან ერთად წარმატებით ატარებდა რთულ ქირურგიულ ჩარევებს, ამიერიდან კი საქმიანობას უკვე იაშვილის საავადმყოფოში ექიმის რანგში გააგრძელებს წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.