ავთანდილ ბაზაძე იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის პოსტს 2022 წლიდან იკავებს. მას მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის, ეკავა კომერციული დირექტორის თანამდებობა კავკასიის მედიცინის ცენტრში.
ჯანდაცვის სექტორის გარდა, ავთანდილ ბაზაძის სამუშაო გამოცდილება მეტწილად საბანკო სფეროს უკავშირდება. ბანკ „რესპუბლიკაში“ ის სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, იყო ალტერნატიული არხების გაყიდვების სამსახურის უფროსი. ასევე, ხელმძღვანელობდა ალტერნატიული პროექტების მიმართულებას საქართველოს თანაინვესტირების ფონდში (GCF).
მან კავკასიის უნივერსიტეტი 2007 წელს დაამთავრა, ხოლო 2016 წელს მიიღო ესპანეთის IE Business School-ის მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.