Iashvili Hospital

ასმათ შენგელაია DMSc, Professor

ონკოჰემატოლოგიის სამსახურის უფროსი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ს პროფესორი ასმათ შენგელაია 47-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე წამყვანი პედიატრიული ონკოჰემატოლოგია ქვეყანაში, რომელიც იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ონკო-ჰემატოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს.

დაამთავრა თსსუ-ს პედიატრიის ფაკულტეტი, რის შემდეგაც კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიის პროფილით გაიარა. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (ქ. მოსკოვი) და მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის წოდება. 1998 წელს კი მორიგი სადოქტორო დისერტაციით მან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მოიპოვა. ასევე, 2006 წლიდან თსსუ-ს ჰემატოლოგიური დეპარტამენტის პროფესორია.

ასმათ შენგელაიამ კლინიკური სტაჟირება გერმანიაში, ფრანკფურტისა და ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკებში გაიარა. კვალიფიკაცია აიმაღლა ასევე დასავლეთის წამყვან ბავშვთა ჰოსპიტლებში.

არის საქართველოს პედიატრ-ჰემატოლოგთა და ონკო-ჰემატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული აკადემიის ექსპერტი ონკო-ჰემატოლოგიის დარგში. მის სახელს უკავშირდება 45 სამეცნიერო ნაშრომი, 3 ეროვნული გაიდლაინი და 2 მონოგრაფია (არაჰოჯკინის ლიმფომები ბავშვთა ასაკში, მწვავე ლეიკემიები ბავშვთა ასაკში).

ასმათ შენგელაია საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი და შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო გრანტის მფლობელია. 2017 წელს დაჯილდოვდა გაერო-ს საპატიო სიგელით მედიცინის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.